ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა

„იდუმალი სხივი“- ცნობილი ქართველი მხატვრის უნიკალური ნამუშევრები სახვითი ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება. ირაკლი ფარჯიანის ტილოების გამოფენა მანამდე მუზეუმში არაერთხელ დაიგეგმა. მხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა რელიგიურ თემატიკას. ექსპოზიცია, რომელიც ხარების დღესასწაულზე გაიხსნება, ქართული სახვითი ხელოვნების გამორჩეული არტისტის ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, ასევე კერძო კოლექციებიდან იშვიათ ნახატებს და ხისგან კვეთილ ქმნილებებს აერთიანებს. გამოფენა, რომლის ფარგლებშიც დამთვალიერებელი ირაკლი ფარჯიანის მრავალშრიან შემოქმედებას იხილავს, პანდემიის პერიოდში მხატვრის შესახებ ჩატარებული კვლევის, კონცეპტუალური გაგრძელებაა. პროექტი, რომლის ფარგლებშიც 2020 წელს ირაკლი ფარჯიანი პორტრეტების ვირტუალური გამოფენა მოეწყო, ნინია ახვლედიანს ეკუთვნის და ის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.