ირაკლი ჩიქოვანის შეხვედრა მოსახლეობასთან

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, მოსახლეობას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შამგონაში შეხვდა.

მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის გეგმაზეც ესაუბრა. ირაკლი ჩიქოვანი, დღესვე, ადგილობრივებს სოფელ ახალაბასთუმანში, დარასელიასა და ჩიქობავას ქუჩებზე შეხვდა. ვიდეომასალას „ქართული ოცნების“პრესსამსახური ავრცელებს.