ირაკლი ბებუას დღეს გაათავისუფლებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ბებუა საპატიმროს დღეს დატოვებს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს. ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალად ედებოდა სამი მუხლი: „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფა, სხვისი ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება, რასაც გაუფრთხილებლობით, შესაძლოა, ადამიანის სიკვდილი ან მძიმე შედეგები მოჰყვეს და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა“. ირაკლი ბებუას გალის ე.წ-. საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და ფულადი ჯარიმა დააკისრა.