ირაკლი ბებუა თავისუფალია

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია. ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას უკანონოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, თუმცა მისი უკანონო პატიმრობის რეალური ხანგრძლივობა 4 წელსა და 6 თვეს გაგრძელდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა ყველა შესაბამისი მექანიზმი. სუს-ში აღნიშნავენ იმასაც, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.