ირაკლი ანდრიაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა

დღეს ირაკლი ანდრიაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. ინჟინერი, მეცნიერი და პოლიტიკოსი არაერთ თანამდებობას იკავებდა, მათ შორის იყო თბილისის პირველი მერი. მშენებელ-ინჟინრის სახელს უკავშირდება სპორტის სასახლის, რკინიგზის სადგურის, სასტუმრო ივერიის, კრწანისის რეზიდენციის მშენებლობა. თუმცა ამ დარგში მისი მოღვაწეობის მწვერვალი, სამების საკათედრო ტაძარია, რომლის მშენებლობასაც ირაკლი ანდრიაძე ილია მეორის დავალებით ხელმძღვანელობდა.