იქონია თუ არა გავლენა ოპოზიციის ნაწილზე ფასილიტატორი ელჩების მოწოდებამ, ვის მოუწევს დათმობა და ექნება თუ არა ქვეყანას ახალი საარჩევნო სისტემა

სწორედ 20 ივნისის აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო საკონსტიტუციო ცვლილებები და პროცესიც სწორედ მაშინ დაიწყო. მხარეთა შორის ბოლოს შეთანხმებული 120/30-ზე საარჩევნო მოდელის პირველი მოსმენით კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში ხვალ გაიმართება.

დღეს გაირკვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერაც ექნება – პარტიამ პოზიცია შეცვალა. როგორც ლიდერები განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი არის ის, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება საფრთხის ქვეშ არ დადგეს. მათი განმარტებით, ეს ნაბიჯი, ერთი მხრივ, 8 მარტის შეთანხმების შესრულება, მეორე მხრივ კი არის შანსი და დრო ხელისუფლებისთვის, გათავისუფლდეს გიორგი რურუა, წინააღმდეგ შემთხევაში კი ისინი მომდევნო მოსმენების კენჭისყრებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

ხვალინდელ კენჭისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება „ნაციონალურ  მოძრაობას“. „ევროპული საქართველოს“ შეცვლილ პოზიციას „ქართული ოცნება“ ფასილიტატორი ელჩების გუშინდელ განცხადებას უკავშირებს, რომლებმაც მხარეებს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ და შეთანხმების ყველა ხელმომწერს კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.

ნათია ქენქაძე დეტალებით.