„იპსოს საფრანგეთის“ განცხადება

ორგანიზაცია იპსოს საფრანგეთი“ უარყოფს ინფორმაციას, რომ გუშინ „რუსთავი 2“-ის გავრცელებული კვლევა „იპსოს საფრანგეთმა“ ჩაატარა. ამ ინფორმაციას აიპრეს.ჯი ავრცელებს. საუბარია პოლიტიკოსებისა და პარტიების რეიტინგებზე. „აიპრესის“ ცნობით, საკამათო საკითხებთან დაკავშირებით, მათ მიწერესიპსოს ფრანსს“, პასუხი კვლევების დირექტორმა გასცა და აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-ის დაკვეთილი კვლევა არა მათ, არამედ უკრაინის ოფისმა ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამოქვეყნებულმა კვლევამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მმართველმა პარტიამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა როგორც შედეგები, ასევე მეთოდოლოგია. კვლევის დამკვეთი ტელეკომპანია კი აცხადებს, რომ ეს სწორედ ის კვლევითი ორგანიზაციაა, რომელსაც ხელისუფლებამ სასამართლოს კვლევა დაუკვეთა.