IPRM-ის ჩაშლილი შეხვედრა – საგარეო უწყების განცხადება

12:20, 20.09.2018

საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს არამარტო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს გალსა და ერგნეთში, არამედ მთლიანად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს.

უწყება მოლაპარაკებების ჩაშლილ პროცესს ეხმაურება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარები, მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანას ფაქტების დამახინჯების გზით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და დაუბრუნდეს სამუშაო პროცესს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ადგილზე ვითარების შემდგომი დესტაბილიზაცია.

მსგავსი