ინწრას ჩანჩქერამდე მისასვლელი ბილიკები მოეწყო

12:12, 11.08.2019

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინწრას ჩანჩქერამდე მისასვლელი ბილიკები და უსაფრთხოების ჯებირები მოეწყო. გაიწმინდა საფეხმავლო გზა და მოხდა მისი გაფართოება.

ხეობაში ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემოს მოწყობის სამუშაოებში სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, რწმუნებულის ადმინისტრაციის, წალენჯიხის და ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები და მოხალისეები მონაწილეობდნენ.

სახელმწიფო რწმუნებული ბიზნესსექტორს მიმართავს, სამეგრელოში არსებული უნიკალური ტურისტული ობიექტების განვითარებაში ინვესტიციები ჩადონ.

მსგავსი