ინვესტორთა საბჭოს სხდომა

ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე პრემიერმა ეკონომიკურ მიმართულებებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დასრულდება. ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის მატებაზე გააკეთა აქცენტი. პრემიერმა საბჭოს წევრებს წარუდგინა მთავრობის ხედვა მომავალ წელს დაგეგმილ ახალ პროექტებზე, ინიციატივებსა და პრიორიტეტებზე.