ინვესტიციების სააგენტო 12 საერთაშორისო კომპანიას მასპინძლობს

15:13, 28.10.2026

12 საერთაშორისო კომპანია საქართველოს ბიზნესგარემოს ეცნობა და  საქართველოში საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავს. კომპანიის წარმომადგენლებს ინვესტიციების სააგენტო მასპინძლობს. დაგეგმილია შეხვედრები საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. სტუმრები უკვე იმყოფებოდნენ თბილისის იუსტიციის სახლში, ასევე გაეცნობიან ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმიანობას. სააგენტო პოტენციურ ინვესტორებს ადგილობრივ ბიზნესთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საჯარო სექტორთან აკავშირებს, რათა მათ საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობები ადგილზე შეაფასონ. აღსანიშნავია, რომ წინა საინვესტიციო ტურის შემდეგ საქართველოში საქმიანობა ბრიტანულმა კომპანიამ Contactweb-მა დაიწყო. სააგენტომ კომპანიას ტურის ფარგლებში უმასპინძლა, დღეს საქართველოში BPO სექტორში დაახლოებით 25 კომპანია საქმიანობს და 12 000 ადამიანია დასაქმებული.

მსგავსი