ინვესტიციების მოზიდვის გლობალურ რეიტინგი

12:22, 09.07.2026

ინვესტიციების მოზიდვის გლობალურ რეიტინგში საქართველო დაწინაურდა და მსოფლიოში მე-12 ადგილზე გავიდა. კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა ჩენდლერის ინსტიტუტმა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატო-ს წევრ 28 სახელმწიფოს. მათ შორის ამერიკას, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, და შვეიცარია. ინვესტიციების მოზიდვის ინდექსი ეფუძნება ორ გლობალურ ანგარიშგებას – საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ამერიკული ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ თემატური კვლევებს. საუბარია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა შემოდინებებზე 5-წლიანი გაანგარიშებით.

მსგავსი