ინტოქსიკაციის შემთხვევები

31 დეკემბრიდან დღემდე, ინტოქსიკაციის ნიშნებით საქართველოს მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სულ 1254 გამოძახება განხორციელდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქედან 387 – კვებითი, 844 – ალკოჰოლური, ხოლო 23 – კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაცია იყო ერთად.