ინტოქსიკაციის შემთხვევები ანაკლიაში

ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ორი დღის განმავლობაში 16 ადამიანმა მიმართა. ხუთი პირი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც ორი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, მათი მდგომარეობა სტაბილურია. რის გამო დასჭირდათ ფესტივალის მონაწილეებს სასწრაფო დახმარება, უცნობია.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ხუთი ეკიპაჟი, ორი რეანომობილი, სამი სამედიცინო პუნქტი და ხუთი პირველადი სამედიცინო დახმარების ქვეითი ჯგუფი.

დატოვე კომენტარი