ინტოქსიკაციის შემთხვევა

21:04, 22.09.2018

რამ მოწამლა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის საბავშვო ბაღების 26 აღსაზრდელი – ეს რამდენიმე დღეში გაირკვევა. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ბავშვების სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანის მიზეზი –  საბოლოო დასკვნა სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ უნდა დადოს.

მანმადე კი აღნიშნულ ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. მოსწავლეები მკურნალობის კურსს ქუთაისში სამედიცინო დაწესებულებებში გადიან, ნაწილი კი უკვე სახლში გაწერეს.

ირმა ჭოლაძის რეპორტაჟი.

 

მსგავსი