ინტოქსიკაციის ორი შემთხვევა რუსთავში

ინტოქსიკაციის ორი შემთხვევა რუსთავში.

ბუნებრივი აირის ნამწვით ხუთი ადამიანი მოიწამლა. მე-8 მიკრორაიონში რვა წლის გოგონა, მისი დედა და მე-11 მიკრორაიონში სამი პირი.

ამ დროისათვის მოწამლულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სავარაუდოდ, ინტოქსიკაციის მიზეზი ორივე შემთხვევაში არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა.