ინტოქსიკაციის ნიშნები ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლაში

ქუთაისის 37 -ე საჯარო სკოლიდან ბავშვები ინტოქსიკაციის ნიშნებით დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ინტოქსიკაცია გაზის გაჟონვამ ან სასმელმა წყალმა გამოიწვია.

საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში ამ დროისთვის შვიდი მოზარდია მოთავსებული. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.