ინტევიუ კელი დეგნანთან

„ამერიკის შეერთებულ შტატებს ნამდვილად სურს, რომ არჩევნებმა საქართველოში შეუფერხებლად ჩაიაროს“, – ამის შესახებ განცხადება საქართველოში ამერიკის ელჩმა გააკეთა. კელი დეგნანი მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს. ასევე როგორც ელჩმა აღნიშნა, შეერთებულ შტატებს არ ჰყავს ფავორიტი კანდიდატი და პარტია. ელჩმა აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელთან, კრისტოფენ ანდერსონთან ისაუბრა. ინტერვიუს ჩანაწერი საქართველოში ამერიკის  საელჩომ გაავრცელა. კელი დეგანანის განცხადებებს უკვე მოყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში. ანა ბროლაძე განავრცობს თემას.