ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ახალ ელჩთან
უკვე ორი თვეა საქართველოში ისრაელს ახალი ელჩი ჰყავს.
ვალიდ აბუ ჰაია დიპლომატიურ საქმიანობას აგვისტოს თვიდან შეუდგა, დღეს კი საქართველოს პირველ არხს ეწვია და პირველი ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. მან ისაუბრა საქართველოში გრძელვადიან გეგმებსა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, სამომავლო პროექტებსა და ოფიციალურ გეგმებზე. ვალიდ აბუ ჰაია, ინტერვიუში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ტყვეებისა და ცხედრების გადაცემის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, დონალდ ტრამპის ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ისრაელის ელჩის ინტერვიუს, კიდევ უფრო ვრცლად, დღეს დღის მთავარ გამოშვებაში იხილავთ.