ინტერვიუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან
გერმანიის ელჩის ქმედებები შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. პირველი არის გადაცემაში – „დღის თემა“ მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ ელჩის მოვალეობა ქვეყნებს შორის ურთიერთობების პოზიტიურად შეცვლა და გაღრმავებაა, თუმცა, გერმანიის ელჩის შემთხვევაში ამგვარად არ ხდება. საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, პეტერ ფიშერთან შეხვედრა უახლოეს წარსულში შედგა, თუმცა, მას გერმანიის საელჩოს წარმომადგენლის მხრიდან, ჩვენი ქვეყნის მიმართ რადიკალურად პოზიტიური ცვლილებების იმედი არ აქვს. მინისტრი განმარტავს, რომ ფიშერის ქმედებებთან დაკავშირებით, თმენის მიუხედავად, ურთიერთობებში არსებობს ლიმიტი, რის შემდეგაც პოლიტიკურ ქმედებებს შესაბამისი პოლიტიკური პასუხები გაეცემა.
მაკა ბოჭორიშვილი ვიზალიბერალიზაციის საკითხსაც შეეხო და განმარტა, რომ ეს არის მექანიზმი, რადიკალური დღის წესრიგის შექმნისთვის საქართველოში. მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გაუუქმონ საქართველოს მოსახლეობას უვიზო მიმოსვლა. საგარეო საქმეთა მინისტრი იმედს იტოვებს, რომ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეების დასჯას გადაიფიქრებს.