საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივაზე ისაუბრა. მიხეილ ყაველაშვილის ინფორმაციით, საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპის მიწვევით გლობალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიება სახელწოდებით „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, ვაშინგტონში გაიმართება. სამიტის მიზანია ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების გზით.