ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა ამ ეტაპზე იყო სახელმწიფოებრივად ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება, – განაცხადა პრემიერმა. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ეს მისი პირველი კომენტარია. საკითხზე მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ოპოზიციის ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება და არეულობა, ხელისუფლება კი კანონპროექტის გაწვევით ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდობას გაუფრთხილდა.