ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გაუქმებულ შეხვედრაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა”. ირაკლი კობახიძის განმარტებით, დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების საფუძველი გახდა რუსთაველის გამზირზე ელინა ვალტონენის გამოჩენა და მის მიერ გაკეთებული ვიდეომიმართვა. პრემიერის შეფასებით, ფინელი დიპლომატის მისვლა იმ აქციაზე, რომელიც ე.წ. მშვიდობიანი დამხობის გაგრძელებაა, ევროპული ბიუროკრატიის წიაღში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს.

ირაკლი კობახიძემ წამყვანის შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენლებს გადატვირთულ გრაფიკთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.