ინტერვიუ საგარეო საქმეთა მინისტრთან

რუსეთის ფედერაციის შეირაღებული ძალები უკრაინის საზღვართან არის მობილიზებული. დასავლეთი შიშობს, რომ კრემლმა უკვე აპრობირებულ ხერხს შეიძლება კიდევ ერთხელ მიმართოს და აგრესიულად გამოგონილი მიზეზით შეიჭრას მეზობლის ტერიტორიაზე, როგორც ეს ახლო წარსულში არაერთხელ გააკეთა.

დასავლეთის მოწოდებაზე მოსკოვი საკუთარ პირობებს აყენებს და პირდაპირ ამბობს, ნატო-ს გაფართოება მისთვის მიუღებელია, ალიანსმა უნდა გააუქმოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, უარი თქვას აღმოსავლეთით გაფართოებაზე. რას აკეთებს ამ მოცემულობაში საქართველო, რა შესაძლებლობები გვაქვს ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში? თემაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ვილაპარაკებთ. დავით ზალკალიანი გვიერთდება პირდაპირ ეთერში.

მოამბე

დატოვე კომენტარი