ინტერვიუ პრეზიდენტთან
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პირველი არხის გადაცემა „აქტუალურ თემაში“ ისაუბრა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოში არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც რეალობას გაურბის და მოვლენებს არასწორად აფასებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ აირჩია დამოუკიდებელი გზა და ეროვნული ინტერესების დაცვაზე დაფუძნებული პოლიტიკა, სადაც ქვეყნის სუვერენიტეტი უმაღლესი პრიორიტეტია.
პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ კონკრეტული ჯგუფები გარე ძალების დავალებით მოქმედებენ და ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან. ყაველაშვილის თქმით, დღეს საქართველოს წინაშე დგას ორი რეალობა – ერთი, სადაც სახელმწიფო და მოქალაქეები ერთად იცავენ სუვერენიტეტს და მეორე, სადაც მოქმედებენ ისინი, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ პროექტს ემსახურებიან.