ინტერვიუ პრემიერ-მინისტრთან

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით შეხვედრები და პარლამენტში შესაბამისი კომისიის შექმნა, მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. პროცესის დასრულებას კი მოსახლეობა, დაახლოებით, აპრილის ბოლოსთვის უნდა ელოდოს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ისაუბრა.

ინტერვიუს დროს პრემიერ-მინისტრმა დებატების აუცილებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დებატების კულტურის ხელახლა დამკვიდრებას შეუძლია გარდამტეხი როლი შეასრულოს პოლარიზაციის დასრულებაში. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არაუგვიანეს ორ კვირაში უნდა არსებობდეს ფორმატები და უკვე უნდა შედგეს პირველი დებატები სხვადასხვა მხარეს შორის. ირაკლი კობახიძის განცხადებით, არის მოლოდინი, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა, მისი თქმით, ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ რადიკალური დღის წესრიგი. მთავრობის მეთაურის განმარტებით, აუცილებელი არ არის, რომ დისკუსია მხოლოდ პოლიტიკოსებთან გაიმართოს.