ინტერვიუ პრემიერ-მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადაცემაში „აქტუალური თემა“ სხვადასხვა ქვეყნის ელჩების „დიფ სთეითის“ მხრიდან მართვაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, დიპლომატები საკუთარ მოვალეობას ვერ ასრულებენ. ამის მაგალითად მან რობინ დანიგანის 26 მაისის ღონისძიებაზე არყოფნა დაასახელა. კობახიძემ ასევე ისაუბრა ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებითაც და განმარტა, რომ „ის უხეშად არღვევს ვენის კონვენციას, რაც ნებისმიერი ელჩისთვის მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტია.“
#აქტუალურითემა ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან #LIVE