პარლამენტის თავმჯდომარემ ინტერვიუში საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელთან დაკავშირებით ისაუბრა
პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი არხის ეთერში საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელთან დაკავშირებით ისაუბრა. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, აღნიშნული სარჩელით მოთხოვნილი არ იქნება პარტია „საქართველოსთვის“ წევრებისთვის პარლამენტისა და საკრებულოს მანდატების შეწყვეტა. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, პარტიის წევრები მანდატების შენარჩუნებას შეძლებენ.