ინტერვიუ პარლამენტის თავმჯდომარესთან

გავიდა დრო, „ფარამ“ ყველაფერს გასცა პასუხი. ამიტომ არ უნდა ევროკავშირის საელჩოს, რომ ჩვენთან იყოს გამჭვირვალობის კანონი. ამიტომ არ უნდათ იმ ქვეყნებს, რომლებიც აქ ფულს ხარჯავენ, რომ გამჭვირვალე იყოს ეს ყველაფერი, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში.

პაპუაშვილის შეფასებით, „ფარას“ დოკუმენტის თანახმად ირკვევა ის, რომ „ჯო უილსონი ღირებულებებზე როცა საუბრობდა, ამაში ფასს გულისხმობდა“. ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ნელსონ მალინსის“ ლობისტური კომპანია დაიქირავა და მას 360 000 აშშ დოლარი გადაუხადა. ლობისტური კომპანია აქტიურად აფინანსებს აშშ-ში ორივე პარტიის კონგრესისა და საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკურ კამპანიებს, მათ შორის არის სამხრეთ კაროლინელი კონგრესმენი ჯო უილსონი.

#აქტუალურითემა ინტერვიუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან #LIVE