ინტერვიუ პარლამენტის თავმჯდომარესთან
 შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „აქტუალურ თემაში“ სტუმრობისას, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზეც ისაუბრა. წამყვანის კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია მას ეს პრაქტიკაში, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ საქართველოს ისტორიაში ასეთი რამ ერთხელ უკვე მოხდა. აკრძალვის მიზეზად პაპუაშვილი ღალატის განგრძობითობას ასახელებს და ამბობს, რომ ეს ერთჯერადი მოვლენა არ არის და ვინც სამშობლოს ერთხელ უღალატა, ის პატრიოტი ვერასოდეს გახდება.