მედიატური სომხეთში

როგორია ცხოვრება სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ.

სამთავრობო ცვლილებების მთავარი ავტორი, უკვე ყოფილი პუბლიცისტი ნიკოლ ფაშინიანი მისი საქმიანობის ოთხ თვეს ქართველ ჟურნალისტებთან აჯამებს.

დღეს უკვე პრემიერ-მინისტრი და მთავრობის მეთაური, ხელისუფლებას ჯერ საკუთარი გაზეთით დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს კოლეგებთან ერთად, მათ შორის ხშირად სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს კედლებშიც გეგმავდა.

როგორ ართმევს თავს ახალ ვალდებულებებს ფაშინიანი და რა რჩება ჩვენი მეზობელი ქვეყნის მთავარ გამოწვევად.

ნიკოლ ფაშინიანთან ინტერვიუ ლიკა ალელიშვილმა ჩაწერა. ჩემო კოლეგა გაზაფხულზე სომხეთში მიმდინარე ერთთვიან საპროტესტო აქციებს აშუქებდა.