ინტერვიუ მიხეილ ყაველაშვილთან

2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის, თუმცა არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება, რადგან ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ, – აცხადებს პრეზიდენტი ყაველაშვილი. მან Deutsche Welle-სთან ინტერვიუში ევროკავშირთან ურთიერთობაზე და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის უკან დგას ძალა, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობასა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ურთიერთობების ინტერესი არ აქვს, პროცესები ხელოვნურად არის ორგანიზებული.