როგორი იქნება ამერიკის პოზიცია საქართველოსთან მიმართებით – ამ საკითხზე ისაუბრა მეთიუ ბრაიზამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, რუბიოს თბილისის ქუჩებში მყოფი მოქალაქეების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად მიაჩნდეს, ამის მიუხედავად, თავად ტრამპისთვის ეს არ იქნება პრიორიტეტი, რას ილაპარაკებენ უილსონი და კონგრესის ზოგიერთი წევრი. მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას თითქმის ოთხი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ რაიმე გადაწყვეტილება მიეღო საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, „ეხო კავკაზას“ განუცხადა კითხვაზე, „რამდენად შეიძლება, „ქართული ოცნების“ მოლოდინები იყოს საფუძვლიანი? რამდენად დაეხმარება ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომ შეინარჩუნოს თავისი პოზიციები?“