ინტერვიუ მაკა ბოჭორიშვილთან
ვიზალიბერალიზაციის გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი დღეს არ არსებობს, – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ხელისუფლება ყოველთვის კეთილსინდისიერად აკეთებდა და აკეთებს ყველაფერს, ამ მიმართულებით და სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მიიღო ქვეყანამ ეს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა.
მისივე თქმით, საქართველოს მოეთხოვა გარკვეულ ანგარიშზე დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედებების საფუძველზე მიაწოდა ევროკავშირს.