ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან

ნატო-სთვის რუსეთის მოთხოვნების უმრავლესობა მიუღებელია, თუმცა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აცხადებენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან. ამის შესახებ ხავიერ კოლომინამ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში თქვა, რომ ნატო-ს მაღალჩინოსნების მიერ, უკრაინის გარშემო რუსეთთან გამართულ ყველა მოლაპარაკებაზე ნახსენები იყო საქართველოც. ინტერვიუ ჯეიმს აპატურაის შემცვლელთან „მოამბის“ ჟურნალისტებმა, ლევან ახალაიამ და რატი ერისთავმა ჩაწერეს.