ინტერვიუ ხათუნა სამნიძესთან

საქართველო ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინშია. სავარაუდოდ 15 ივნისს გახდება ცნობილი ქვეყნის მიერ შევსებულ კითხვარზე ევროკომისიის შეფასება. უკვე 22-23 ივნისს კი გაიმართება ევროსამიტი, რომელზეც ცნობილი უნდა გახდეს გადაწყვეტილება, მიიღებენ თუ არა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა კანდიდატის სტატუს. გადაწყვეტილების მოლოდინში ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დაპირისპირება მწვავდება. ოპოზიციური პარტიების ნაწილი „ქართულ ოცნებას“ უმოქმედობაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდი კი ოპონენტებს ანტისახელმწიფოებრივი მოქმედების ბრალდებას უყენებს. როგორ მოქმედებს შიდა პოლიტიკური ვითარება ევროპაში გადაწყვეტილების მიღებაზე და რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ვეროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თემაზე „მოამბის“ შეკითხვებს „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ უპასუხა.