ინტერვიუ კევინ ჰამილტონთან

21:38, 08.05.2026

საქართველო მაღალი თანამდებობის პირს მასპინძლობს ნატოდან. თბილისშია სამხრეთ კავკასიაში ორგანიზაციის გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი.

კევინ ჰამილტონი ამ რანგში საქართველოში პირველად იმყოფება. ამიტომ ორი დღეა, დიპლომატს გაცნობითი ხასიათის შეხვედრები აქვს. ევროკავშირთან გაუარესებული ურთიერთობის გათვალისწინებით ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივაზე კიდევ უფრო მეტი კითხვა ჩნდება. ამიტომ ალიანსის მაღალჩინოსნის განცხადებები კიდევ უფრო მეტი ინტერესით იკითხება. „მოამბესთან“ ინტერვიუში სტუმარმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა. ერთ-ერთი მთავარი გზავნილია, რომ უნდა გაგრძელდეს პრაქტიკული თანამშრომლობა და უნდა მოიძებნოს გზები პოლიტიკური დიალოგისთვის.

რა სტრატეგია აქვს ნატოს სამხრეთ კავკასიის მიმართ გლობალური დაძაბულობის და არასტაბილურობის ფონზე – ანა ბროლაძე ესაუბრა კევინ ჰამილტონს.

მსგავსი