ინტერვიუ ჯეიმს აპატურაისთან

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის გზავნილები არჩეული პრეზიდენტის და პოლიტიკური ძალების მისამართით.

ჯეიმს აპატურაი თბილისშია. უკვე ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველ ვიზიტს ბრიუსელში გეგმავს, რა დროსაც ის ალიანსის გენერალურ მდივანს შეხვდება. სწორედ ამ ვიზიტის დეტალები აპატურაიმ არჩეულ პრეზიდენტთან დღეს პირადად განიხილა.

შეხვედრები გაიმართა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულ პრეზიდენტობის კანდიდატთან და მესამე სექტორთანაც.

დიალოგის აუცილებლობა პოლიტიკურ ძალებს შორის და იმ რიტორიკის შეცვლა, რომლითაც წინასაარჩევნო პერიოდი გამოირჩეოდა – ეს არის ჯეიმს აპატურაის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი.

იენს სტოლტენბერგის სპეციალურმა წარმომადგენელმა „მოამბეს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.