ეპიდემიოლოგიური ვითარება და პანდემიის მართვა - ინტერვიუ ივანე ჩხაიძესთან

პანდემიიდან ორი წლის შემდეგ საქართველოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვლინდება.

ყოველდღიური ოფიციალური სტატისტიკა 20 ათას შემთხვევას აჭარბებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ადასტურებენ, რომ რეალური რიცხვი სამჯერ მეტია. ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა ამ დრომდე მაქსიმალურ ზღვარზე არ არის, რადგან „ომიკრონის“ შტამს პაციენტების დიდი ნაწილი ბინაზე მკურნალობს, თუმცა მოქალაქეების ნაწილი აცხადებს, რომ პრობლემას წარმოადგენს ოჯახის ექიმთან დაკავშირება.

როგორ იმართება დღეს ქვეყანაში პანდემია, რა რეკომენდაციები აქვთ ექიმებს და რამდენად რეალისტურია ვაქცინაციის ახალი ეროვნული გეგმის შესრულება მაშინ, როდესაც პირველი პრაქტიკულად ჩავარდა, – ამ საკითხებზე „აქტუალური შაბათის“ შეკითხვებს, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ უპასუხა.