ინტერვიუ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან

რა გეგმებით იწყებს საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას ისრაელის ახლად დანიშნული ელჩი – ყოფილი დიპლომატის ჰადას მეიცადის შემცვლელი, ვალიდ აბუ ჰაია 21 აგვისტოდან თბილისში იმყოფება.

ახალი ელჩი, რომელსაც დიპლომატიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ისრაელი-საქართველოს მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და პარტნიორობის ახალ საფეხურზე გადაყვანას აპირებს. აბუ ჰაია დიპლომატიურ მისიას მნიშვნელოვანი ინიციატივებით იწყებს. მათ შორისაა გეგმები, ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით და კავშირების დამყარება ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და სხვა სექტორული მიმართულებებით – დიპლომატი უკვე მუშაობს მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზებაზეც.

ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩთან ინტერვიუ მარიკა შალიკაშვილმა ჩაწერა.