ინტერვიუ ირაკლი კობახიძესთან

„კამპანიები, რაც დაკავშირებულია ხელისუფლების დელეგიტიმაციის მცდელობასთან, აგებულია კანდიდატის სტატუსის თემაზე,“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“. ირაკლი კობახიძის თქმით, კანდიდატის სტატუსი, რომელიც გაერთიანების საფუძველი უნდა ყოფილიყო, პოლარიზაციის გაღრმავებისთვის გამოიყენება.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილიც კონსტიტუციის დარღვევისთვისაც სწორედ ამ საკითხს იყენებს. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ოპონენტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი დასუსტებული ოპოზიცია არასდროს ყოფილა.

თავისუფალი ხედვა