ინტერვიუ იაგო ხვიჩიასთან

იაგო ხვიჩიას განცხადებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკომისიის რეკომენდაციები დღევანდელ პირობებში ვერ შესრულდება. გამოსავალი კი, ერთპარტიული მმართველობის დასრულება და ალტერნატიული იდეის მოფიქრებაა.

„გამორიცხულია ეს რეკომენდაციები შესრულდეს ამ პირობებში, რა პირობებშიც ახლა ჩვენ ვართ. იქიდან გამომდინარე, რომ მთავარი რეკომენდაცია, რასაც გვაძლევენ, ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის დასრულებაა. ყველა სხვა სიმპტომი აქედან გამომდინარეობს. ამის დასრულებას სხვა ტიპის აქტივობა, მუშაობა სჭირდება და არა ის, რისთვისაც ახლა ხელისუფლება ან ოპოზიცია მზადაა. გამოსავალია ალტერნატიული იდეის მოფიქრება და ამ იდეის ევროპელებისა და ხალხისთვის შეთავაზება. ამ იდეით უნდა მოხდეს ხელისუფლებაში ერთპიროვნული მმართველობის დასრულება. ჩვენი იდეა უნდა მოვიფიქროთ, საქართველოში როგორი წესრიგი იქნება ისეთი, სადაც ვერასოდეს ქვეყანას ერთპარტიულად ვერავინ მართავს. ამას ევროპელებს თუ ვეტყვით და მათგან პირობას მივიღებთ, რომ თუ ამას გააკეთებთ ევროპაში შედიხართ, მაშინ ამის გაკეთება შესაძლებელია. მაგრამ ჯერ იდეა უნდა მოვიფიქროთ და ეს იდეა ყველასთვის გასაგები უნდა იყოს“, – აცხადებს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის წევრი, იაგო ხვიჩია.

დატოვე კომენტარი