ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან

21:36, 07.11.2018

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის ახალ ინტერვიუში მმართველი გუნდი საფრთხისშემცველ გზავნილებს ხედავს.

საზოგადოების ნაწილის მწვავე რეაქციების მიუხედავად, გრიგოლ ვაშაძე ამჯერად გერმანულ მედია-საშუალებასთან იმეორებს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში მძიმე დანაშაულებში ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის ექს-პრეზიდენტსაც შეიწყალებს.

კანდიდატი პრეზიდენტის ფუნქციებზეც საუბრობს და ამბობს, რომ, თუ გაიმარჯვებს, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისგან ვერაფერი შეაკავებს. ამავე ინტერვიუში ვაშაძე ახსენებს მოქალაქეების ქუჩაში გამოყვანასაც.

 

მსგავსი