ინტერვიუ გიორგი ამილახვართან   

30 ოქტომბერს, დიდ ქალაქებში ოპოზიციის კანდიდატების გამარჯვების შემდეგ, ავტომატურად დადგება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, რადგან ეს იქნება ქართველი ხალხის გამოხატული ნება და ხელისუფლებას მოუწევს ამ არჩევანისთვის ანგარიშის გაწევა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ხელისუფლებაზე ზეწოლას გააგრძელებენ. რას პასუხობს მთავარი ოპოზიციური პარტიის ამ გზავნილს მმართველი გუნდი.

„მოამბის“ შეკითხვებს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ამილახვარმა უპასუხა.