ინტერვიუ განათლების მინისტრთან

2019 წელს ცვლილებებია მოსალოდნელი განათლების სფეროში. სწორედ მომავალი წლიდან იწყება ხუთ საფეხურად დაყოფილი რეფორმირების პროცესი.

იცვლება უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების წესი, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების სისტემა, ასევე, სკოლების პედაგოგების გადამზადების დღემდე არსებული მოდელი.

გეგმაშია ახალი სასწავლო მოდელის დამკვიდრებაც, რომელიც საპილოტე რეჟიმში უკვე გამოიცადა.

რეფორმის დეტალებზე განათლების მინისტრი პირველ არხთან ინტერვიუში ვრცლად საუბრობს.

გენო ოსიყმაშვილი ესაუბრა მიხეილ ბატიაშვილს.