ინტერვიუ ევროპარლამენტარ იააკ მედისონთან

„ალდე“ არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს ლექციებს უკითხავს“ – ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, „ცენტრისტული პარტიის“ წევრმა, იააკ მედისონმა განაცხადა. ევროპარლამენტარმა გააკრიტიკა ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის და აღნიშნა, რომ მისმა პარტიამ აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფი 2024 წლის სექტემბერში დატოვა, რაც მკაფიო პოლიტიკური არჩევანი იყო.

„ALDE არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს ლექციებს უკითხავს, რომ ჩვენ არ მოგვწონს ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ჩვენ არ გვაინტერესებს არჩევნების შედეგები ან დემოკრატია, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ჩვენი იდეოლოგია. ცხადია, ესტონეთის ცენტრისტული პარტია არ შეიძლება, მიეკუთვნებოდეს იმ ჯგუფს, რომელსაც რეფორმების პარტია მიეკუთვნება“, – განაცხადა მედისონმა.