ინტერვიუ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან

ევროკავშირის გადაწყვეტილებიდან, საქართველოში სადამკვირვებლო მისია განეთავსებინა, დღეს 15 წელი გავიდა.

თარიღთან დაკავშირებით პირველი არხი მისიის ხელმძღვანელს, დიმიტრიოს კარაბალის ესაუბრა. „მოამბის“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან ადმინისტრაციული ხაზების გასწვრივ არსებულ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. რა ინსტრუმენტები აქვს მისიას ინციდენტებზე რეაგირებისთვის და მათი პრევენციისთვის – ამ და სხვა საკითხებზე დიმიტრიოს კარაბალისს ქეთი ჩოხელი ესაუბრა.