ინტერვიუ ენდი ბერნემთან

15:15, 26.07.2026

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი აცხადებს, რომ ქვეყნის ინტერესებს ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენებს. ამის შესახებ მან „ბიბისისთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, მზად არის თუ არა დონალდ ტრამპს დაუპირისპირდეს ან საჭიროების შემთხვევაში გააკრიტიკოს, ბერნემმა განაცხადა, რომ თუ ეს ბრიტანეთის ინტერესებში იქნება, მზადაა განსხვავებული პოზიცია დააფიქსიროს. ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ჰქონდა „შეშფოთება“ ირანთან კონფლიქტის დაწყების საკითხზე და რომ თავს არ შეიკავებს იმის თქმისგან, რასაც სწორად მიიჩნევს. თავდაცვის საკითხებზე საუბრისას კი მან თქვა, რომ ერთგულია ნატო-ს პარტნიორებისთვის მიცემული დაპირებების შესრულების მიმართ. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 2029 წლამდე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავს.

მსგავსი