ინტერვიუ დონალდ ტრამპთან

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, ქვეყანაში „ტემპერატურამ დაიწიოს“. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ თქვა, რომ ფედერალურმა საგამოძიებო ბიუროს აგენტებმა მისი დაცვის წევრებს კამერები გაათიშინეს და შესაბამისად, მათ ყველაფერი შეეძლოთ გაეჩხრიკათ და ნებისმიერი რამე შეეტანათ სახლში.

შეგახსენებთ, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სახლი იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული ორდერისა და სასამართლოს განჩინებით გაჩხრიკეს. ორდერში ნათქვამია, რომ სამართალდამცავებმა ტრამპის სახლიდან „სრულიად საიდუმლო“ დოკუმენტების 11 საქაღალდე ამოიღეს. ტრამპს ჯაშუშობის შესახებ აქტის დარღვევაში ადანაშაულებენ, რაც ხუთწლიანი პატიმრობით ისჯება. თავად აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.