ინტერვიუ დონალდ ტრამპთან

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი აფერხებს პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას და არა ვლადიმერ პუტინი. ამის შესახებ ტრამპმა „როიტერთან“ ინტერვიუში ისაუბრა. „ვფიქრობ, პუტინი მზად არის გარიგებისთვის. უკრაინა ნაკლებად არის მზად“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. ტრამპს ასევე ჰკითხეს, შეხვდება თუ არა უკრაინის პრეზიდენტს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში, მომავალ კვირას: „შევხვდები, თუ იქ იქნება. მე იქ ვიქნები“ – უპასუხა დონალდ ტრამპმა.